გერმანიამ Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოება დაიწყო, რომლებიც შესაძლოა, უკრაინას გადასცეს

გერმანიამ ამერიკული Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის რაკეტების წარმოების საკუთარი ხაზი გახსნა. საბრძოლო მასალის ნაწილი შესაძლოა, უკრაინას მიეწოდოს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში უკრაინის დახმარების შტაბის კოორდინატორმა, გენერალ-მაიორმა კრისტიან ფროიდინგმა განაცხადა, იუწყება Suspilne.
მან აღნიშნა, რომ Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების ხაზი, რომელიც გერმანიაში გაიხსნა, შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებელია.
ფროიდინგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ Patriot-ის ტიპის რაკეტების პირველი მიწოდება, რომლებიც აწყობილი იქნება გერმანულ საწარმოო ხაზზე, 2026-2027 წლებშია მოსალოდნელი.
გენერალ-მაიორმა აღნიშნა, რომ გერმანიას შეეძლება Patriot-ის რაკეტების უკრაინაში გადატანა შეერთებული შტატების თანხმობის გარეშე. მისივე თქმით, წარმოების ეს ხაზი მომავალშიც ევროპული იქნება.