1752386236
უცხოეთი
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 129-მდე გაიზარდა

აშშ-ში, ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 129-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, 166 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. კერის ოლქში, რომელიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა 103 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 36 ბავშვი.
წყალდიდობა ტეხასში 4 ივლისს მოხდა.
ტეხასში წყალდიდობა კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია. ერთ კვადრატულ მეტრზე 300 ლიტრი ნალექი მოვიდა, რაც ორი თვის ნორმას შეადგენს. 3-4 ივლისს ღამით მდინარე გუადალუპეში 45 წუთში წყლის დონემ 8 მეტრით აიწია. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მდინარესთან ბევრი დამსვენებელი იმყოფებოდა.