ირაკლი კობახიძე - ცინიკური თუ რამეა, ეს არის 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან, 7 ნოემბერს მშვიდობიანი იყო შეკრება, მძინარე ხალხი წამოაყენეს დილაადრიან და მშვიდობიანი შეკრება დაარბიეს უმოწყალოდ, ამის გაგრძელება და კულმინაცია იყო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა, რასაც მოჰყვა ტელევიზიის მოროდიორული მიტაცება
01
პრემიერი: აზერბაიჯანთან ძალიან მეგობრული მოლაპარაკებების საფუძველზე უმნიშვნელოვანეს შეთანხმებებს მივაღწიეთ, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან და სწორედ ჩვენი მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების შედეგი იყო ის არაერთი შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ, მათ შორის გაზის მოცულობასთან და ფასთან დაკავშირებით
02
ირაკლი კობახიძე - შობადობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი, დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა
03
ირაკლი კობახიძე - ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, წარმოადგინეთ ერთი ფაქტი, მაგალითად ჩემთან დაკავშირებით, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, უფრო დაბალი რგოლის პოლიტიკურ ან არაპოლიტიკურ თანამდებობის პირთან დაკავშირებით და ნახავთ, იქნება თუ არა რეაგირება. ვერც ერთი ფაქტი ვერავინ წარმოადგინა - რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ ამ კუთხით მართვის სისტემაში გასული ორი წლის განმავლობაში
04
ირაკლი კობახიძე - კატასტროფული ვითარება იყო 2012 წელს, თუმცა ფუნდამენტურად მოვახერხეთ ვითარების შეცვლა ადამიანის უფლებების მიმართულებით; მედიაპლურალიზმი საერთოდ არ არსებობდა - სპეცრაზმით შემოვარდნენ ტელეკომპანია „იმედში“ და „რუსთავი 2“ წაართვეს საკუთარ მფლობელს, მთლიანად მონოპოლიზებული იყო მედია
05
პრემიერი: ჩვენ გვახსოვს 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში მანდაც მთლიანად რა ხდებოდა, რომ უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი, რომელიც მოიყვანეს პირდაპირ შემდეგ პოლიტიკაში NGO-ების სახით, იგივეს აკეთებდნენ საქართველოშიც, ვიდრე მივიღებდით გამჭვირვალობის კანონს, რისკის შემცველი უცხოური დაფინანსება ყოველთვის არის და ამიტომ დავუკავშირეთ უცხოური დაფინანსება პასიურ საარჩევნო უფლებას
06
პრემიერი - ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი - როცა საქმე ეხება დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მგონი, არ უნდა ამრგვალებდე ოკუპირებულ ტერიტორიებს, ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში
07
ირაკლი კობახიძე - აზერბაიჯანს ჰყავს ძალიან ღირსეული ლიდერი, პრეზიდენტი ალიევი და ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანთან, არის გარკვეული საკითხები, რაზეც არ გვაქვს საერთო პოზიცია და რაზეც შესაჯერებელია პოზიციები, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია დავით გარეჯის საკითხი
08
პრემიერი: პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?! როდესაც იცი, რომ არ გიმაგრებს ზურგს საზოგადოებრივი მხარდაჭერა და საბოტაჟს ახორციელებ შენი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, იმის მიმართ ვერავითარი პოლიტიკური თანაგრძნობა, ბუნებრივია, ვერ გექნება
09
ირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, ორ წელს გაგრძელდა თითქმის ეს ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება, მანამდე სრულიად უსაფუძვლოდ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე 2022 წლის ივნისში, რასაც მოჰყვა რევოლუციური პროცესები
10
ალბანეთში აქციაზე დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს - პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
11
Politico: უკრაინაში ჯარედ კუშნერის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას მოითხოვენ
12