Loading data...
ალბანეთში აქციაზე დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს - პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

ალბანეთში, დედაქალაქ ტირანაში პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის კი დაპირისპირება მოხდა. 

როგორც უცხოური მედია იტყობინება, პროტესტი მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა შემდეგ აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების მისამართით ქვები ისროლეს. 

მომიტინგეები ხის ჯოხებით ცდილობდნენ სამთავრობო შენობებზე ქუჩის კამერებისა და ფანჯრების ჩამსხვრევას, რა დროსაც პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ამასთან, დემონსტრანტებმა პოლიციელების მისამართით ფოიერვერკებიც გამოიყენეს.

ალბანეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მაისის ბოლოდან იმართება.