1795892737
პოლიტიკა
პრემიერი: 35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც არის პირდაპირ ბიუჯეტში ასახული
„35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც არის პირდაპირ ბიუჯეტში ასახული და ეს არის პირდაპირი ციფრები.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სხვა ჯანდაცვის პროგრამები, პენსიების ზრდა ბიუჯეტის ზრდაზე მეტად - ბიუჯეტზე მეტად გაიზარდა პროცენტულად პენსია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, 415 ლარი გახდა მინიმალური პენსია, თუმცა ბუნებრივია ესეც ცოტაა, მაგრამ ბიუჯეტს რაც შეუძლია, იმის მაქსიმუმს აკეთებ. ბიუჯეტის იქით ხომ ვერ გაზრდი პენსიას, ხომ შეუძლებელია ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.