Loading data...
ირაკლი კობახიძე - 50%-ზე მაღალია ნდობა მთავრობის მიმართ, რაც დადასტურდა არჩევნებში, საპარლამენტო არჩევნებში ავიღეთ 1 120 000 ხმა, შემდეგ ამდენივე ხმა ავიღეთ თვითმმართველობის არჩევნებში

„ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ნდობა არის 50%-ზე მაღალი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, 50%-ზე მაღალია ნდობა მთავრობის მიმართ, რაც დადასტურდა არჩევნებში.

„რაც შეეხება ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას თუ დაცემას - რას ეყრდნობით? ყველა კვლევის თანახმად, აიღეთ ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი და ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ნდობა არის 50%-ზე მაღალი. არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, გვარამიას და ამდაგვარ კვლევებზე. 50%-ზე მაღალია ნდობა მთავრობის მიმართ, რაც დადასტურდა არჩევნებში. საპარლამენტო არჩევნებში ავიღეთ 1 120 000 ხმა, შემდეგ ამდენივე ხმა ავიღეთ თვითმმართველობის არჩევნებში, რაც ელექტრონულად იქნა დათვლილი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.