Loading data...
თემურ მღებრიშვილი: მიმდინარეობს ერთი მცირეწლოვანი ბავშვის საძიებო სამუშაოები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე მიმდინარეობს ერთი მცირეწლოვანი ბავშვის საძიებო სამუშაოები.

„ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოსვენებულია 5 ცხედარი. გადარჩენილია 1 მცირეწლოვანი ბავშვი. ამ დროისთვის კი მიმდინარეობს, ასევე, ერთი მცირეწლოვანი ბავშვის საძიებო სამუშაოები. არის ჩამოშლის საფრთხე, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უზრუნველყოფილია უსაფრთხოება და დამონტაჟებულია გარკვეული სახის სეისმური დეტექტორები. ვაკვირდებით, საფრთხის უფრო მომატების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდი შევწყვეტთ სამუშაოებს, თუმცა ამ ეტაპზე უწყვეტად მიმდინარეობს სამუშაოები“, - აცხადებს მღებრიშვილი. 

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო დაკარგული კიდევ 1 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.