Loading data...
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5933 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.5933 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5927 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8547 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8447 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0514 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 20 ნოემბერს შევა ძალაში.