Loading data...
მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ცოცხალი ამოიყვანეს

ფონიჭალაში ნანგრევებიდან ერთი ბავშვი უვნებელი გამოიყვანეს.

არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მცირეწლოვანი კლინიკაში შემოწმების მიზნით გადაიყვანეს.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.