ჯანდაცვის მინისტრი: განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მძიმეა იმ ადამიანის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა.
„მისი მდგომარეობა მძიმეა. ძალიან მძიმე დაზიანება აქვს მიღებული სხეულზე. არ მინდა წინასწარ დასკვნები გავაკეთო, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაარჩინონ. რა გამოვა აქედან, ამას დრო გვაჩვენებს.
ასევე, ერთი ქალბატონი იყო მოთავსებული, რომელიც გაეწერა, მას არ ჰქონდა ისეთი დაზიანება, რომელიც მოითხოვდა შემდგომ დაკვირვებას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო დაკარგული კიდევ 1 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.