აზერბაიჯანის საგარეო უწყება: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო, ჩვენი ფიქრები ამ ტრაგედიით დაზარალებულ ყველა ადამიანთანაა
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ იმ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ჩვენი ფიქრები ამ ტრაგედიით დაზარალებულ ყველა ადამიანთანაა. დაშავებულებს კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
We are deeply saddened by the tragic explosion in a residential building in Tbilisi. We express heartfelt condolences to the families who have lost their loved ones, and our thoughts are with all those affected by this tragedy. We wish those injured a swift and full recovery. @MFAgovge
— MFA Azerbaijan 🇦🇿 (@AzerbaijanMFA) November 19, 2026
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო დაკარგული კიდევ 1 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.