Loading data...
აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში: ფონიჭალის დასახლებაში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, - ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

„ძალიან ვწუხვართ 2026 წლის, 19 ნოემბერს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულების გამო.

ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებთ მათ.

ღრმა მწუხარებით, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო დაკარგული კიდევ 1 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.