მაკა ბოჭორიშვილი: უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს მინდა ვუსურვო მალე გამოჯანმრთელება.
აღსანიშნავია ის ძალისხმევა, რასაც მაშველები სწევენ იმისათვის, რომ დაეხმარონ ტრაგედიის მსხვერპლებს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო დაკარგული კიდევ 1 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.