Loading data...
დონალდ ტრამპი: ირანი მთლიანად იშლება!

„ირანი მთლიანად იშლება!“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს. 

ამერიკელმა ლიდერმა მოკლე პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ირანის ვალუტის კურსი რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა და აშშ მის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას გეგმავს.

სამი პაკისტანური წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასულ კვირას პაკისტანის არმიის მეთაურს ასიმ მუნირს ესაუბრა, სანამ ეს უკანასკნელი თეირანში გაემგზავრებოდა. ერთ-ერთი წყაროს თქმით, აშშ-ის მთავარი მოთხოვნა ირანის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება იყო.