Loading data...
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6121  ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6125 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0465 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0585 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0543 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 25 აგვისტოს შევა ძალაში.