Loading data...
BBC: ჰოლანდიაში „ჰანტავირუსის“ ერთი შემთხვევა დადასტურდა

ნიდერლანდების ერთ-ერთ საავადმყოფოში პაციენტს „ჰანტავირუსი“ დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირმა მათ „ნება დართო ეს ინფორმაცია გაევრცელებინათ“.

საავადმყოფო პაციენტის ვინაობას არ ასახელებს. მათი თქმით, ინფიცირებული პირი საკრუიზო გემზე MV Hondius-ზე იმყოფებოდა და მისი გამოყვანა გემიდან 6 მაისს მოხდა.

BBC-ს საავადმყოფოს ექიმმა განუცხადა, რომ ინფიცირებული პირი კარგად არის.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 4 მაისს განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში, საკრუიზო გემზე MV Hondius-ზე ჰანტავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

ჰანტავირუსული ინფექციები, როგორც წესი, დაკავშირებულია ინფიცირებული მღრღნელების ფეკალურ მასებთან. იშვიათად, მაგრამ ვირუსი, შეიძლება, გავრცელდეს ადამიანებს შორის და გამოიწვიოს მძიმე რესპირატორული დაავადება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საკრუიზო გემზე, სადაც „ჰანტავირუსის“ აფეთქება მოხდა, შესაძლოა, ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადასცემოდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაავადდა.

ანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა „ჰანტავირუსზე“ საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, მეტი შემთხვევა გამოვლინდეს, თუმცა ეს Covid-ის მსგავსი ახალი პანდემია არ არის.