Loading data...
ატლანტის ოკეანეში, საკრუიზო გემზე ვირუსული ინფექციის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ატლანტის ოკეანეში, საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განუცხადა.

მედიის ცნობით, ვირუსი არგენტინიდან კაბო-ვერდეში მიმავალ გემზე MV Hondius-ზე დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გემზე უკვე დადასტურებულია ჰანტავირუსის, სულ მცირე, ერთი შემთხვევა.

ჰანტავირუსული ინფექციები, როგორც წესი, დაკავშირებულია ინფიცირებული მღრღნელების ფეკალურ მასებთან. იშვიათად, მაგრამ ვირუსი, შეიძლება, გავრცელდეს ადამიანებს შორის და გამოიწვიოს მძიმე რესპირატორული დაავადება.