ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საკრუიზო გემზე, სადაც „ჰანტავირუსის“ აფეთქება მოხდა, შესაძლოა, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადასულიყო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ საკრუიზო გემზე, სადაც „ჰანტავირუსის“ აფეთქება მოხდა, შესაძლოა, ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადასცემოდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაავადდა.
„ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ შემთხვევას ერთმანეთთან ძალიან ახლო კონტაქტი ჰქონდა და რა თქმა უნდა, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესაძლებლობა არ არის გამორიცხული, ამიტომ სიფრთხილის მიზნით, ჩვენ სწორედ ამას ვვარაუდობთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიისა და პანდემიისთვის მზადყოფნისა და პრევენციის დირექტორმა, დოქტორმა მარია ვან კერჰოვემ.
როგორც მედია წერს, თითქმის 150 ადამიანი, მათ შორის 17 ამერიკელი, კვლავ ჩარჩენილია MV Hondius-ზე, რომელიც ამჟამად დასავლეთ აფრიკის სანაპიროსთან იმყოფება.
გემი, რომელსაც ტურისტული კომპანია Oceanwide Expeditions მართავს, გასულ თვეში არგენტინის ქალაქ უშუაიადან ატლანტის ოკეანეში გაემგზავრა და მსოფლიოს ყველაზე შორეულ კუნძულებთან გაჩერდა.
კომპანიის ცნობით, გზად რამდენიმე მგზავრი სწრაფად პროგრესირებადი სასუნთქი გზების დაავადებით დაავადდა.
ამ დროისთვის „ჰანტავირუსის“ შვიდი შემთხვევაა გამოვლენილი. იშვიათი დაავადება, რომელიც, როგორც წესი, ინფიცირებული მღრღნელების შარდთან, განავალთან ან ნერწყვთან კონტაქტით არის გამოწვეული.