„კოშმარი ნებისმიერი დაცვისთვის, კვარაცხელიას თამაში სუფთა სანახაობაა“ - ანრი კვარაცხელია-დემბელეს დუეტზე
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ „ბაიერნი“ - „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა.
მან შეაქო პსჟ-ს თავდამსხმელები - ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე.
„როდესაც გყავს ორი გარემარბი, რომლებსაც შეუძლიათ მეტოქის განადგურება სხვადასხვა გზით, ეს კოშმარია ნებისმიერი დაცვისთვის. მათ ერთმანეთის ესმით. პირველ მატჩში, ორივემ დუბლი დუბლი შეასრულა იმ გიჟურ მატჩში. ფლანგებზე სისწრაფე, ის, თუ როგორ იზიდავს კვარაცხელია ერთ მცველს და როგორ იყენებს სივრცეს - სუფთა სანახაობაა. დემბელე შეტევის დასრულებაში მომაკვდინებელია, როდესაც შანსი ჩნდება, ხოლო კვარაცხელია თავისი დრიბლინგითა და ხედვით უბრალოდ ქაოსს ქმნის“, - აღნიშნა ანრიმ.
🚨 Thierry Henry 🇫🇷 sur le duo Kvara 🇬🇪 - Dembélé 🇫🇷 : 🗣️ « C’EST UN VÉRITABLE CAUCHEMAR. 🤯
— Actu Foot (@ActuFoot_) May 7, 2026
Quand vous avez deux ailiers qui peuvent vous détruire de différentes manières, c'est un cauchemar pour toutes les défenses.
Ces deux-là ont maintenant cette entente. Au match aller,… pic.twitter.com/t4ND46v11R