Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს მინისტრებსა და უსაფრთხოების წარმომადგენლებს შეხვდება - THE TIMES OF ISRAEL

ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს, 21 ივნისს მინისტრებსა და უსაფრთხოების წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL ავრცელებს. 

როგორც მედია საშუალება აღნიშნავს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელმა ირანის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმა გაახშირა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ისრაელმა ისპაანის ბირთვულ კომპლექსს დაარტყა. გარდა ისპაანისა, სამიზნე რამდენიმე სხვა რაიონიც იყო. 

ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა დღეს ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ისრაელმა თეირანის ნავთობის გადამმუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში