ისრაელმა ისპაანის ბირთვულ კვლევით კომპლექსს დაარტყა - CNN

დღეს, 21 ივნისს ისრაელმა ისპაანს დაარტყა. სამიზნე ბირთვული კვლევითი კომპლექსი იყო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ქალაქის გუბერნატორის მოადგილე მედია საშუალებებში იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საზიანო მასალის გაჟონვა არ მომხდარა, თუმცა მოსახლეობას, მაინც, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ოფიციალური პირის თქმით, მოქალაქეებმა თავი უნდა აარიდონ ტერიტორიას, რათა სამაშველო და კრიზისების მართვის გუნდმა შეძლოს საკუთარი სამუშაოს შესრულება.
გარდა ისპაანისა, სამიზნე რამდენიმე სხვა რაიონიც იყო. გუბერნატორის მოადგილე აცხადებს, რომ მსხვერპლი არ არის. „ირანის საჰაერო თავდაცვამ ისრაელის თავდასხმები მოიგერია“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა კონფლიქტის დაწყების პირველ დღეებშიც დაარტყა ისპაანის უდიდეს ბირთვულ კვლევით ცენტრს, რითაც ობიექტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მაშინ, ირანის მმართველი ძალები იუწყებოდნენ, რომ ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისთვის არ დაურტყამთ. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს თქმით, ადგილზე ოთხი შენობა იყო კრიტიკულად დაზიანებული, თუმცა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენლები ზარალს „უმნიშვნელოს“ უწოდებდნენ.