1750514732
კონფლიქტები
ირანის სამხრეთ-დასავლეთში ძლიერი აფეთქების ხმა ისმის - THE TIMES OF ISRAEL

ისრაელ-ირანის კონფლიქტიდან მეცხრე დღეს, ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერი აფეთქების ხმა ისმის. ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
ისლამურ რესპუბლიკასა და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების დაწყებიდან მეორე კვირის ბოლოს, ხუზესტანის პროვინციაში, ქალაქ აჰვაზში ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც მოგეხსენებათ, აჰვაზი ერაყის საზღვარზე მდებარეობს და ირანის ნავთობის მწარმოებელ მთავარ ობიექტად ითვლება.
აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში „სამხედრო ინფრასტრუქტურას“ უტევდნენ.