ვლადიმერ პუტინი: აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნდა, რომ უკრაინაში მიმდინარე კრიზისის მოგვარება ადვილი არ არის

„უკრაინის გარშემო არსებული სიტუაციის მოგვარება ისეთი მარტივი არ არის, როგორიც გარედან ჩანს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა მინსკში, ჟურნალისტებთან საუბრისას. ინფორმაციაზე TASS წერს.
როგორც ვლადიმერ პუტინი ამბობს, აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი პრობლემის ჩაღრმავების შემდეგ, კიდევ ერთხელ, ადასტურებს ამ ფაქტს. მან პრეზიდენტის მცდელობას, მოაგვაროს კრიზისი რუსეთსა და უკრაინას შორის, „გულწრფელი“ უწოდა.
„ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ეს[უკრაინა/რუსეთის კრიზისი] უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გარედან ჩანდა. მართალია და არაფერია განსაკუთრებული ამაში. ერთია გარედან ყურება და მეორე - როცა პრობლემის არსი იცი“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის მეთაურის თქმით, მსგავსი სიტუაცია იყო ახლო აღმოსავლეთშიც, მაგრამ ამ შემთხვევაში, დონალდ ტრამპს მეტი გამოცდილება აღმოაჩნდა. „იქაც[ახლო აღმოსავლეთში] ყველაფერი რთულადაა, მაგრამ აშშ-ის ლიდერი ასე თუ ისე, ჩართული იყო საკითხში, რადგან მეტად ფლობს ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთის შესახებ, მაგრამ ვიმეორებ, იქაც რთულია ყველაფერი. რეალური ცხოვრება ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე მისი წარმოდგენა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ის, ასევე, მოსკოვსა და კიევს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებს და მის შემდეგ ეტაპს შეეხო. პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მზადაა, რომ სტამბოლს, ისევ, ეწვიოს.
„აუცილებელია თარიღისა და ადგილის შეთანხმება და იმედი მაქვს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, კვლავ, მხარს დაუჭერს კონფლიქტის მოგვარების პროცესს“, - აღნიშნა პუტინმა.
„ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ამისთვის მისი“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.