Loading data...
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოასვენეს

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

მანამდე ნანგრევებიდან 3 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. ნანგრევებში 4 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო დაკარგული კიდევ 2 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.