Loading data...
სოსიაშვილი: ბატონი ორბანის განცხადება არის რეალისტი ევროპელის თვალით დანახული სინამდვილე, ჩვენ უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი, საით მიაქანებენ ევროპას

ბატონი ორბანის განცხადება არის რეალისტი ევროპელის თვალით დანახული სინამდვილე, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.

იგი ამგვარად აფასებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ „ევროკავშირი მისი არსებობის ბოლო საათებს ითვლის“.

„ჩვენ უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი, საით მიაქანებენ ევროპას. ამ თავისი უპასუხისმგებლო ნაბიჯებით და განცხადებებით რა მდგომარეობაში ჩააგდეს უკრაინა. ფასეულობებისაგან გამოშიგნული, ავტორიტეტდაკარგული გახადეს მთლიანად ევროკავშირი. ევროპელი გადამხდელების გადასახადებისგან იკვებებიან, ფაქტობრივად, და ევროპელ მოსახლეობას ამ უფსკრულისკენ მიაქანებენ“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.