ვიქტორ ორბანი: ჩვენ ვცხოვრობთ ევროკავშირის არსებობის ბოლო საათებში, შევედით დასკვნით ფაზაში
ჩემი ხედვა ასეთია: ჩვენ ვცხოვრობთ ევროკავშირის არსებობის ბოლო საათებში. ჩვენ შევედით დასკვნით - დაშლის ფაზაში, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, კოლაფსი ერთ დრამატულ მომენტში არ მოხდება, ვინაიდან სისტემა ზედმეტად დიდია უეცარი ნგრევისთვის, თუმცა ევროკავშირი შიგნიდან ირყევა და საკუთარ თავს თავადვე შლის.
„ეს უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც პროცესი, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება, მაგრამ შემდეგ ან წევრი სახელმწიფოები არ ახორციელებენ მათ, ან კომისია ვერ ახერხებს განხორციელებას, ან პარლამენტი მათ პარალიზებას ახდენს. მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ასე არ ხდება კოლაფსი - ყველაფერი არ მთავრდება ერთ დრამატულ მომენტში, როგორც ბევრს წარმოუდგენია, უეცარი ნგრევით. ეს სისტემა ამისთვის ზედმეტად დიდია. ასე არ მუშაობს. ამის ნაცვლად, ის იშლება ნელ-ნელა, შიგნიდან ირყევა და თავადვე შლის საკუთარ თავს. და ჩვენ სწორედ ამ დღეებს ვცხოვრობთ ახლა. ეს ერთ დღეში არ მოხდება. ეს ისტორიული ეპოქაა. შეიძლება მრავალი წელი გაგრძელდეს, მაგრამ ეს მისი დასასრულია“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
მისი განცხადებით, თუ მთელი ევროპული სისტემის რადიკალური რეორგანიზაცია არ მოხდება, მაშინ დღეს არსებული სტრუქტურა აუცილებლად დაიშლება.
„თუ ჩვენ რადიკალურად არ მოვახდენთ მთელი ევროპული სისტემის რეორგანიზაციას, თუ არ გადავაწყობთ ევროპულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სისტემას, მაშინ ის, რაც დღეს გვაქვს, აუცილებლად დაიშლება. ჩვენ სწორედ ამ დღეების მომსწრენი ვართ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
‼️ The EU must be radically reorganised, or it risks falling apart. Brusselian bureaucrats are taking over the reins, while the whole system was created to serve us: the sovereign member states and their peoples. Not the other way around! Without change, the EU will continue to… pic.twitter.com/TJfXk1sQfz
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) December 19, 2025