მაჭავარიანი ევროკომისიის ანგარიშზე: გრძელდება შანტაჟი, რასაც მიჩვეულები ვართ, სწორედ ეს იყო ბატონი ირაკლი კობახიძის ბრიფინგის მოტივი 2024 წლის ნოემბერში, როდესაც ჩვენ ასეთი შანტაჟის ერთ-ერთი მექანიზმი გამოვაცალეთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.
„აქ სიახლე არაფერია - ჩვეულებრივ გრძელდება შანტაჟი, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ. სხვათა შორის, სწორედ ეს იყო ბატონი ირაკლი კობახიძის ბრიფინგის მოტივი 2024 წლის ნოემბერში, როდესაც ჩვენ ასეთი შანტაჟის ერთ-ერთი მექანიზმი გამოვაცალეთ, რაც იყო მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნა. ახლა, ასე ვთქვათ, ბოლო საშანტაჟო აქვთ დარჩენილი. ამას მიჰყვებიან. თუმცა ახლა მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ იქ პოზიციები შეჯერებული იქნება უშუალოდ ქვეყნებს შორის, პირადად მე - უფრო ნაკლებად მაქვს. რა თქმა უნდა, ისინი ვერ დარწმუნდებიან, რომ ვიზის შეჩერებით საქართველოში რევოლუცია მოხდება და ამაში რომ ვერ დარწმუნდებიან, შესაბამისად, ამ ნაბიჯს არ გადადგამენ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.