1757011149
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ბატონი ზელენსკი და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები პირდაპირ ეთერში მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას, აქციებზე იყო ხოლმე დამონტაჟებული დიდი ეკრანები

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებას, რომლის თანახმადაც, სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისიდანვე უკრაინა პოლონეთისა და ნატოს სხვა ქვეყნების ომში ჩართვას ცდილობდა.
მაჭავარიანმა გაიხსენა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია საქართველოს ომში ჩართვას პირდაპირ მოუწოდებდნენ.
„ბატონი ზელენსკი და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები პირდაპირ ეთერში მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას. აქციებზე იყო ხოლმე დამონტაჟებული დიდი ეკრანები. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუ, სადაც იგი ანალოგიურ ქმედებაში ადანაშაულებს ზელენსკის“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.