Loading data...
ანჯეი დუდა: უკრაინა რუსეთთან კონფლიქტში პოლონეთის ჩათრევას ცდილობდა

სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისიდანვე უკრაინა ცდილობდა პოლონეთისა და ნატოს სხვა ქვეყნების ომში ჩართვას, განაცხადა პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ჟურნალისტ ბოგდან რიმანოვსკისთან ინტერვიუში.

„მათ (უკრაინელებმა) თავიდანვე სცადეს ყველას ომში ჩათრევა. ეს მათი ოცნება იყო. მაგრამ ჩვენ ამას ვერასდროს დავეთანხმებოდით. ყველაზე კარგი კი ის იქნება, თუ ომში ნატოს ქვეყნების ჩათრევას მოახერხებენ“, - აღნიშნა მან. 

დუდას თქმით, უკრაინა მოკავშირეებს ეძებდა რუსების წინააღმდეგ მის მხარეს საბრძოლველად.

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავაზე ზეწოლა სცადა. მან დასძინა, რომ 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, უკრაინის ლიდერმა, სავარაუდოდ, მოითხოვა ისეთი განცხადების გაკეთება, რომ ეს რუსული რაკეტა იყო.