ტრამპი: აშშ აგრძელებს მუშაობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, ჩვენ გვინდა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა

აშშ აგრძელებს მუშაობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპი დარწმუნებულია, რომ ევროპას სურს უკრაინის საკითხის მოგვარება და განაცხადა, რომ ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.
„ჩვენ ამას მოვაგვარებთ. ჩვენ დავეხმარებით მათ. ჩვენ გვინდა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა, ამიტომ რაღაცას გავაკეთებთ. ვფიქრობ, ხალხი ელოდება, რომ მათ დავეხმარებით. ევროპა, რა თქმა უნდა, პირველი იქნება და მათ სურთ, რომ პირველები იყვნენ. მათ სურთ, რომ ეს დასრულდეს. ევროპას სურს, რომ ეს დასრულდეს და ეს დასრულდება. ყველაფერი უცებ დალაგდება. ნახავთ. შვიდი ომი დავასრულე და იგივე ელის უკრაინის კონფლიქტსაც. მაგრამ ეს ცოტა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა“, - აღნიშნა ტრამპმა.
ის, ასევე, მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ფასი ძალიან მაღალი იქნება“.