Loading data...
ჟენევაში აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო

ჟენევაში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი Telegram-ზე წერს. 

უმეროვის თქმით, კონსულტაციები პოლიტიკურ და სამხედრო ბლოკებში ჯგუფებად მიმდინარეობს.

„ჩვენ ვმუშაობთ გუშინ განხილული გადაწყვეტილებების პარამეტრებისა და მექანიზმების გარკვევაზე. ჩვენ ფოკუსირებულები ვართ თემატურ სამუშაოზე. შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“, - დაწერა მან.

ცნობისთვის, მანამდე Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმერ მედინსკის პოზიციის გამო, ჟენევაში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოლაპარაკებები „ჩიხში შევიდა“.

მედია ასევე იტყობინება, რომ რუსეთის დელეგაციამ ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებს „ძალიან დაძაბული“ უწოდა.