Loading data...
„რბკ უკრაინა“: ჟენევაში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პოლიტიკური ნაწილი ჩიხში შევიდა

ჟენევაში 17-18 თებერვალს მიმდინარე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პოლიტიკური ნაწილი, ჩიხში შევიდა. ამის შესახებ გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი წერს. ინფორმაციას „რბკ უკრაინა“ ავრცელებს.

„მოლაპარაკების პოლიტიკური ნაწილი ჩიხში შევიდა. ამის მიზეზი გახდა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ მედინსკის პოზიცია“, - წერს რავიდი.

17-18 თებერვლის შეხვედრა არის სამმხრივი მოლაპარაკების მესამე რაუნდი, რომელშიც უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები მონაწილეობენ. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაპარაკების მიმდინარე რაუნდზე სამხედრო მიმართულებით გარკვეული წარმატებები არსებობს, თუმცა დეტალები უცნობია.