1756991153
უცხოეთი
ზელენსკიმ პარიზში ტრამპის სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრა გამართა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს შეხვდა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა უკრაინულ მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა.
მოგვიანებით ზელენსკის პრესმდივანმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსების შეხვედრა უკვე დასრულდა.
ამის შემდეგ დაგეგმილია დონალდ ტრამპთან ერთობლივი სატელეფონო საუბარი, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად „მსურველთა კოალიციის“ სხდომა მიმდინარეობს.