Loading data...
პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა დაიწყო - სხდომას სტივ უიტკოფიც ესწრება

პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად „მსურველთა კოალიციის“ სხდომა დაიწყო. შეხვედრა ელისეის სასახლეში მიმდინარეობს. ამის შესახებ Le Monde-სა და The Guardian-ი იტყობინება. 

„მსურველთა კოალიციის“ სხდომაში მონაწილეობას იღებს თეთრი სახლის ლიდერის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა, რათა თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს უნდა შეხვდეს. 

მაკრონმა განაცხადა, რომ შეხვედრის მიზანი იყო „უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების დასრულება“.

მაკრონის მოკლე შესავალი სიტყვის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს ოთახის დატოვება სთხოვეს. მოსალოდნელია, რომ ლიდერები შეხვედრის შემდეგ ტრამპთან დისკუსიას გამართავენ და პრესისთვის ბრიფინგს ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოწვევით შეიკრიბა.

ელისეის სასახლეში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უძღვებიან.