ვოლოდიმირ ზელენსკი: ისმის კითხვა, უკრაინისთვის რა უსაფრთხოების გარანტიების მიცემისთვისაა მზად პრეზიდენტი ტრამპი?
„უკრაინისთვის უსაფრთხოების ამერიკული გარანტიები ტრამპზეა დამოკიდებული“, - განაცხადა შეერთებული შტატებისკენ მიმავალმა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თვითმფრინავის ბორტზე ისიც აღნიშნა, რომ იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები ასევე კონგრესის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრები დაეხმარება მათ უკეთ გაიგონ მრავალი დეტალი: როგორც უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ასევე, თუ როგორი გარანტიები გვჭირდება რუსებთან შეთანხმების რისკებთან დაკავშირებით, რადგან ისინი შეიძლება დღეს მუშაობდეს და ხვალ აღარ. ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ჩვენი ერი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არის სიგნალი, რომ იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები გვინდა და ეს უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტ ტრამპზეა დამოკიდებული. კითხვა ისაა, უკრაინისთვის რა უსაფრთხოების გარანტიების მიცემისთვისაა მზად პრეზიდენტი ტრამპი “, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე იმსჯელებენ. აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ფლორიდაში გაიმართება.