Loading data...
ვლადიმერ პუტინი: კიევის რეჟიმი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, სამწუხაროდ, არ ჩქარობს

ფლორიდაში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მორიგი განცხადება გაავრცელა. პუტინი აცხადებს, რომ თუ კიევი საქმის მშვიდობიანი გზით დასრულებას არ ისურვებს, რუსეთი ყველა ამოცანას შეიარაღებული გზით გადაჭრის. მისი მტკიცებით, კიევის რეჟიმის მეთაურები არ ჩქარობენ კონფლიქტის მშვიდობიანი საშუალებებით გადაწყვეტას.

„ვხედავთ, რომ დასავლეთშიც გამოჩნდნენ ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც კიევს ურჩევენ, კონფლიქტის დასრულებისთვის ღირსეულ პირობებს დაეთანხმოს და კარგ საბაზისო პირობებს სთავაზობენ გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ასევე, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების და უკრაინის ეკონომიკური აღდგენისთვის. მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ კიევის რეჟიმი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, სამწუხაროდ, არ ჩქარობს“, - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე იმსჯელებენ. აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ფლორიდაში გაიმართება.