Loading data...
უკრაინის დელეგაცია, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს, უკვე ფლორიდაშია

უკრაინის დელეგაცია, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს ფლორიდაშია. დღეს ზელენსკის საკუთარ რეზიდენციაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უმასპინძლებს.

როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების მთავარი საგანი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ოთხი წლის წინ წამოწყებული ომის დასრულებაა.

მხარეები განიხილავენ სამშვიდობო გეგმის ახალ ვერსიას, რომელიც 20 პუნქტისგან შედგება. ასევე, მომზადებულია დოკუმენტი, რომელიც უკრაინისათვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს.

აშშ-ში ჩასვლამდე უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, საჭიროა ძლიერი პოზიციები, რათა პუტინმა მანიპულირება და ომის სამართლიანი დასრულების თავიდან არიდება ვერ შეძლოს.

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დღეს თბილისის დროით 22:00 საათზეა დაგეგმილი.