ვადეფული: გერმანია ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოგვარებაში ნატოს როლს ვერ ხედავს
გერმანია ჰორმუზის სრუტის ბლოკადის საკითხის მოგვარებაში ნატოს როლს ვერ ხედავს, განუცხადა ჟურნალისტებს ბრიუსელში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა.
„არ მგონია, რომ ნატომ ამ მიმართულებით რაიმე გადაწყვეტილება მიიღო, ან ჰორმუზის სრუტეზე პასუხისმგებლობა აიღოს. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ნატოს ორგანოები ამას შესაბამისად განიხილავდნენ“, - განაცხადა მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.
ვადეფულმა ასევე მოუწოდა აშშ-სა და ისრაელს ირანის წინააღმდეგ ომის სამომავლო მსვლელობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიწოდებისკენ.
„პირველ რიგში, აშშ-სა და ისრაელისთვის მნიშვნელოვანი იქნება იმის გარკვევა, თუ როდის მიიჩნევენ ისინი თავიანთი ოპერაციის სამხედრო მიზნებს მიღწეულად. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი სიცხადე გვჭირდება“, - განაცხადა მან.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, შეუერთდნენ ირანის წინააღმდეგ მის სამხედრო მოქმედებებს და გააფრთხილა, რომ ნატოს „ძალიან ცუდი“ მომავალი ელის, თუ მისი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნაში არ დაეხმარებიან.