1773666320
ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7365 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.
17 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7365, ევრო – 3.1382, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6300 ლარი ეღირება.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.7290, ევრო – 3.1261, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6173 ლარი ღირდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2026 წლის 17 მარტს ამოქმედდება.