ტრამპი ევროპელ ლიდერებთან უკრაინაში ომის დასრულების შესახებ საუბარს გეგმავს - The Guardian

შოტლანდიაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან მისი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულება იქნება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ბრიტანელ და ამერიკელ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ 25 ივლისს, ვაშინგტონიდან გამგზავრებამდე ტრამპმა დაადასტურა, რომ უკრაინაში ომის ფონზე რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების შემოღების შესაძლებლობას განიხილავს.
ფონ დერ ლაიენის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან მისი შეხვედრა კვირას, 27 ივლისს, არის დაგეგმილი. გამოცემა წერს, რომ ბრიტანელი ოფიციალური პირები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რომ ტრამპის რიტორიკა უკრაინისა და რუსეთის მიმართ ბოლო კვირების განმავლობაში შეიცვალა.
ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ტრამპთან შეხვედრის დროს ტრანსატლანტიკურ სავაჭრო ურთიერთობებს განიხილავენ.