Loading data...
ურსულა ფონ დერ ლაიენი: შოტლანდიაში დონალდ ტრამპთან ერთად, ტრანსატლანტიკურ სავაჭრო ურთიერთობებს განვიხილავ

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ კვირას, 27 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტს შოტლანდიაში შეხვდება. მისი თქმით, ისინი ტრანსატლანტიკურ სავაჭრო ურთიერთობებს განიხილავენ. ინფორმაციას Euronews გვატყობინებს. 

ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ შეთანხმებას სატელეფონო საუბრისას მიაღწიეს.

„აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, გადავწყვიტეთ შოტლანდიაში კვირას, 27 ივლისს შევხვდეთ და სავაჭრო ურთიერთობები განვიხილოთ, ევროკავშირსა და ამერიკას შორის. გვაინტერესებს, რამდენად იქნება მისი მტკიცედ შენარჩუნების შესაძლებლობა“, - წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე. 

ცნობისთვის, დღეს, 25 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობს 50-50-ზე ან უფრო ნაკლები შანსი, რომ ამერიკამ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიოს.