ტრამპი: ჩვენ ჩავერთვებით ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესში, რათა დავეხმაროთ მას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის სასამართლო პროცესში „ჩაერთვება“.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ნეთანიაჰუს, რომელიც კორუფციასა და მექრთამეობაშია ბრალდებული, „უსამართლოდ“ ეპყრობიან.
ამასთან, ამერიკელმა ლიდერმა CBS-ის გადაცემა „60 წუთში“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან ისრაელის პრემიერ-მინისტრზე ზეწოლა განახორციელა, რათა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულიყო.
რეპორტიორმა ტრამპს უთხრა, რომ მან ნეთანიაჰუ აიძულა, კატარისთვის ბოდიში მოეხადა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებულიყო და ჰკითხა, შეუძლია თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს, ისრაელის პრემიერ-მინისტრი აიძულოს, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს.
ტრამპმა კითხვას თავი აარიდა და გაიმეორა, რომ „ომის დროინდელ პრემიერ-მინისტრთან“ კარგად ითანამშრომლა.
„სწორედ ასეთი ადამიანი იყო საჭირო იმ დროს ისრაელში“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ მას მოუწია, ნეთანიაჰუზე ზეწოლა განეხორციელებინა.
„მომიწია, მისთვის ცოტათი დამეძალებინა, ასე თუ ისე. შესანიშნავი სამუშაო შევასრულე დაძალებით“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ნეთანიაჰუ „ძალიან ნიჭიერი ბიჭია... [რომელიც] აქამდე არასდროს ყოფილა დაძალებული“.
„მისი გარკვეული ქმედებები არ მომეწონა და თქვენ ნახეთ, რა გავაკეთე ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ღაზაში მის მიერ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „მყიფე არ არის“ და რომ თუ „ჰამასი“ არ განიარაღდება, ის „განადგურდება“.
“It's not fragile,” President Trump says of the ceasefire in Gaza. “Hamas could be taken out immediately if they don't behave. They know that. If they don't behave, they're going to be taken out immediately.“ https://t.co/dC2WfzL8Ql pic.twitter.com/RTzSJ2Gjb7
— 60 Minutes (@60Minutes) November 3, 2025