1762157894
უცხოეთი
ტრამპი: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მყიფე არ არის, „ჰამასი“ შეიძლება დაუყოვნებლივ განადგურდეს, თუ ისინი სათანადოდ არ მოიქცევიან
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ღაზაში მის მიერ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „მყიფე არ არის“ და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ თუ „ჰამასი“ არ განიარაღდება, ის „განადგურებული“ იქნება.
„ის მყიფე არ არის. ის ძალიან მყარია. „ჰამასი“ შეიძლება დაუყოვნებლივ განადგურდეს, თუ ისინი სათანადოდ არ მოიქცევიან“, - განაცხადა ტრამპმა.
როდესაც ჰკითხეს, თუ როგორ შეუძლია, „ჰამასს“ განიარაღება აიძულოს, პრეზიდენტმა უპასუხა: „თუ მათი განიარაღება მსურს, ძალიან სწრაფად განიარაღებას ვაიძულებ. ისინი განადგურდებიან“.