Loading data...
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7127 არი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1231 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1386 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0645 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 4 ნოემბერს შევა ძალაში.