Loading data...
„თქვენ სრულიად განსხვავებულ ირანს იხილავთ“ - მოჰამად ბაღერ ღალიბაფი აშშ-ს აფრთხილებს

ირანმა მკაცრად უპასუხა აშშ-ის მუქარას და გააფრთხილა, რომ შემდგომმა ესკალაციამ შეიძლება ხანგრძლივი შედეგები გამოიწვიოს.

ირანის პარლამენტის სპიკერი და მთავარი მომლაპარაკებელი მოჰამად ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ არასწორი სტრატეგიები და იმპულსური გადაწყვეტილებები მთელ ვითარებას გააუარესებს.

„არასწორი სტრატეგიები და იმპულსური გადაწყვეტილებები ვითარებას სრულად შეცვლის და ყველაფერს უარესობისკენ დააბრუნებს. ეს გამოიწვევს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბაზრების აფეთქებას, შექმნის უსასრულო ჭაობს, რომელშიც წლების განმავლობაში იქნებით ჩაფლულნი. თქვენ სრულიად განსხვავებულ ირანს იხილავთ“, - წერს ირანის პარლამენტის თავმჯდომარე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა ირანს „ამაღამ ძალიან ძლიერად“ დაარტყამს და ასევე,  ხარგის კუნძულის ხელში ჩაგდებით დაიმუქრა. აღნიშნული კუნძული ირანის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90%-ს ამუშავებს.