Loading data...
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6586 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6593 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0646 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0723 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0576 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 12 ივნისს შევა ძალაში.