Loading data...
დონალდ ტრამპი: აშშ ირანს დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ ირანს დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს.

როგორც ტრამპი წერს, აშშ სრულ კონტროლს დაამყარებს ირანის ნავთობისა და გაზის ბაზრებზე.

„აშშ ირანს დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს (რომლის საზღვაო ფლოტი, საჰაერო ძალები, რადარები, საჰაერო თავდაცვის სისტემა და ყველა სხვა სახის თავდაცვა, ისევე როგორც მისი შეტევითი შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, განადგურებულია!). არცთუ შორეულ მომავალში, ჩვენ ავიღებთ კუნძულ ხარგს და ნავთობის სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, სრულ კონტროლს დავამყარებთ მათ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე, ისევე როგორც ეს ვენესუელაში გავაკეთეთ, რაც ორივესთვის - ვენესუელასა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ბრწყინვალედ მუშაობს“, - წერს ამერიკის ლიდერი.