თეთრი სახლი და პენტაგონი მზადყოფნაშია - BBC

თეთრ სახლს და პენტაგონს აქვთ ინფორმაცია, რომ კატარსა და ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეთ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC გვაწვდის.
პარალელურად, მედიაში, უკვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოჰას საჰაერო სივრცეში აფეთქებების ხმა ისმოდა. ირანული მედია გვატყობინებს, რომ ირანმა ამერიკული საჰაერო ბაზის მიმართულებით, 6 რაკეტა გაუშვა.
კატარი ადასტურებს ალ-უდეიდის ბაზაზე თავდასხმას და აცხადებს, რომ უფლებას იტოვებს დარტყმებს უპასუხოს.
ქვეყანამ, დროებით, საკუთარი საჰაერო სივრცე დახურა და აშშ-ის, ასევე, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს თავშესაფრებში გადანაცვლება ურჩია.
მედიაში, ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი ვაშინგტონში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. ამასთან, მედიისავე ცნობით, განგაშია გამოცხადებული ამერიკულ ბაზებზე ბაჰრეინში, ქუვეითსა და კატარში. მაქსიმალური სამხედრო მზადყოფნაა გამოცხადებული ერაყში მდებარე ამერიკულ ავიაბაზაზეც.