ირანმა კატარს დაარტყა - ადგილობრივი მედია

ირანმა კატარს დაარტყა. დედაქალაქ დოჰაში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას ადგილობრივი მედია გვატყობინებს.
„როგორც ვაცხადებდით, ქვეყანაში, სადაც აშშ-ის უზარმაზარი საჰაერო ბაზაა განთავსებული, ირანული საფრთხის დამადასტურებელი საბუთი შეინიშნება“, - ვკითხულობთ მედიის მიერ გავრცელებულ მასალაში.
შეგახსენებთ, რომ კატარში ამერიკის საჰაერო ბაზა ალ-უდეიდია განთავსებული, რომელიც ქვეყნის უდიდესი ბაზაა ახლო აღმოსავლეთში.
შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებამდე, ბაზიდან თვითმფრინავების დიდი ნაწილი გაიყვანა.
დღეს, მთელი დღის განმავლობაში, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ირანი აშშ-ის ბაზებზე კატარსა და ერაყში, თავდასხმას აპირებდა.
🚨 BREAKING:
— Defence Index (@Defence_Index) June 18, 2025
Iran’s IRGC confirms the first-ever use of the Fattah-1 hypersonic missile in a strike on Tel Aviv.
With Mach 13-15 speed and a 1,400 km range, it reached the target in under 5 minutes, maneuvering both inside and outside the atmosphere. pic.twitter.com/Oc3DyvdrUq