23 ივნისი 20:31
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: შესაძლოა ირანმა რეგიონში მშვიდობისა და ჰარმონიისკენ განაგრძოს სვლა და მოვუწოდებ ისრაელს იგივე გააკეთოს

„ირანმა, ოფიციალურად, უპასუხა ჩვენი მხრიდან მათი ბირთვული ობიექტების განადგურებას, თუმცა ეს პასუხი ძალიან სუსტი იყო, რასაც ველოდით კიდეც“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე. 

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ არცერთი ამერიკელი არ დაშავებულა! ზიანი, თითქმის, არ მოგვადგა. რაც მთავარია, მინდა მადლობა გადავუხადო ირანს, რომ შესაძლო თავდასხმის შესახებ გაგვაფრთხილა. ამ ფაქტმა საშუალება მოგვცა, მსხვერპლი თავიდან აგვეცილებინა. დიდი იმედი მაქვს, რომ სიძულვილი აღარ იქნება!“, - წერს ტრამპი და დასძენს, რომ ირანს ახლა შეუძლია მშვიდობის და ჰარმონიის გზა აირჩიოს. „ისრაელსაც იმავეს გაკეთებისკენ მოვუწოდებ“, - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა. 

მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში, კიდევ ერთი ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი მოუწონა.

„ვულოცავ მსოფლიოს! მშვიდობის დროა!“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.